საქველმოქმედო ფონდი "ლიბერალური კვალის", "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "თავისუფალი პარლამენტის" ორგანიზებით 27 დეკემბერს, 12:00 საათიდან ვაკის პარკში საქველმოქმედო კონცერტი და Flea Market-ი გაიმართება.
Flea Market-ში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოეწყობა მაგიდები, სადაც ყველას ექნება საშუალება გაყიდოს ისეთი ნივთები, რომელიც მას აღარ სჭირდება, თუმცა ახალი მფლობელი სასარგებლოდ გამოიყენებს. გარდა მოხალისეების მიერ წარმოდგენილი ნივთებისა, თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ ხელნაკეთი სამკაულები, მისალოცი ბარათები, საახალწლო სათამაშოები, სუვენირები, ნახატები, დახატოთ ან დაახატინოთ საკუთარი პორტრეტები, შეხვდებით სხვადასხვა სუპერგმირებს, სპეციალურად ჩვენი ღონისძიებისთვის ჩამოსულ სანტა კლაუსს. მონაწილეების გათბობაზე იზრუნებს ცხელი შოკოლადისა და უგემრიელესი გლინტვეინის დახლი.
საქველმოქმედო ფონდი " ლიბერალური კვალის" დახლზე შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ნიკუშა ნატროშვილის ოჯახს , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა კიდევ ერთხელ შევძლოთ ნიკუშას დახმარება . ხოლო კონცერტიდან შემოსული თანხა გადეცემა სოც. დაუცველ ოჯახებს .
Flea Market-ის პარალელურად გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ შემდეგი ჯგუფები და შემსრულებლები: დათო ლომიძე, მესამე ნაპირი, გიგი ცინცაძე, რეზო და ბავშვები, Mellow Yellow, Toresa Mossy, Monkey King, Bad Joe, ტატო რუსია, ლექსო რატიანი, Vanilla Cage, მარიამ ბარჯაძე და სხვები.
კონცერტზე დასწრება უფასოა! მობრძანდით, ერთად გავატაროთ სასიამოვნო დრო და გავაკეთოთ კეთილი საქმე!
შეგახსენებთ, რომ „ლიბერალურმა კვალმა“ საქველმოქმედო აქცია გაზაფხულზეც მოაწყო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები იყვნენ მიწვეულნი. წარმოდგენილი იყო ათამდე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის 40-მდე ნამუშევარი. ესენი არიან: იური მეჩითოვი, გოგა ჩანადირი, ბადრი ვადაჭკორია, ანა ციციშვილი, ივანე გოგოლაძე, მირიან კილაძე, რომან თოლორდავა და ანრი აბაშელი.
ამას მოყვა, შემოდგომაზე „გალა გალერეაში“ ცნობილ ქართველ მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საქველმოქმედო საღამოზე მოწვეული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე მხატვრები. გამოფენაზე დასწრება და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება
ღონისძიების მიზანს, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მიმართულებით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარება წარმოადგენდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 17 ცნობილი ქართველი მხატვრის 55 -მდე ნამუშევარი. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ: თუთუ კილაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ქეთი დავლიანიძე, კოტე ჯინჭარაძე, ცისია კილაძე, ნინო ჭილაშვილი, მურთაზ შველიძე, ვატო წერეთელი, უშანგი ხუმარაშვილი, ზურა აფხაზი, კოტე სულაბერიძე, ზურაბ გიკაშვილი, კოკა ცხვედიანი, მურთაზ შველიძე, მიშა გოგრიჭიანი, თემო ჯავახიშვილი, თინა ჩხიკვიშვილი.
გამოფენებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა ფონდის მიერ შერჩეული სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მათ ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო პროცესში. საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ყოველ წელს გააფართოებს საქველმოქმედო საქმიანობის არეალს.
საქველმოქმედო ფონდი “ლიბერალური კვალი“ დაარსდა 2013 წელს. საქმიანობის პირველი დღიდან ფონდი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებსა და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ფონდი მიზნად ისახავს მოიძიოს ინფორმაცია იმ ოჯახებზე, რომლებსად არსებობისთვის უკიდურესად მძიმე პირობები აქვთ, გაეცნოს იმ აუცილებელ საჭიროებებს, რომლის დეფიციტსაც ისინი განიცდიან, შემდეგ კი დაეხმაროს მათ კეთილმოსურნე ადამიანებთან ერთად. ფონდი სთავაზობს გულშემატკივრებს სრულ ჩართულობას ქველმოქმედებაში. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მცირედი წვლილი შეიტანოს თუნდაც ერთი ოჯახის დახმარებაში. ფონდში მიღებული შემოსავალი ( შემოწირულობა) სრულად ხმარდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.