დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურს უკვე მეორე წელია თანამშრომლობენ და მართავენ აღნიშნულ აქციას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები მომავალშიც გააგრძელებენ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას და უანგაროდ გაიღებენ სისხლს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.