გვსურს გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ „საყდრისის საბადოს აფეთქების უნებართვოდ განხორციელების შესახებ“.
თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ განცხადების ავტორი ავლენს სრულ არაკომპეტენტურობას და კანონმდებლობის უცოდინრობას, მიუთითებს რა იმ ნორმატიულ აქტებს, რომელთა მოქმედებაც რამდენიმე წელია, რაც ძალადაკარგულია. კერძოდ: „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონი გაუქმებულია 2010 წლის აპრილიდან; „ტექნიკური საფრთხის შესახებ“ საქარველოს კანონი გაუქმებულია 2012 წლის მაისიდან; ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია 2011 წლის იანვრიდან საერთოდ ლიკვიდრებულია.
ავტორიტეტულობის პრეტენზიის მქონე ისეთი ორგანიზაცია, როგორიც “სენია“, სახელმწიფოს მოუწოდებს რეაგირებისაკენ და რეკომენდაციებს იძლევა არარსებული უწყების კომპეტენციასა და გაუქმებულ სამართლებრივ აქტებზე აპელირებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
“სენი“ მოუწოდებს სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურებისა და კომპანიის საქმიანობის შეჩერებისაკენ და მდგომარეობის დამძიმების მიზნით უთითებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომელიც არანაირად არ ეხება კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებას და არ ითვალისწინებს კომპანიის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საზოგადოებას შევახსნებეთ, რომ „არემჯი გოლდის“ მიერ ყაჩაღიანის ბორცვზე არქეოლოგიური ობიექტის დაშლა განხორციელდა კანონიერი საფუძვლით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.