სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური კომენტარს აკეთებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური კომენტარს აკეთებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა 2012 წლის ნოემბრიდან,  მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადასცა მის მიერ 2011 წელს დაფუძნებული კომპანია „ჰერიოს“  მართვის უფლება და მას შემდეგ არ მონაწილეობს კომპანიის არანაირ საქმიანობაში“,  - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

აღნიშნული კომენტარი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაკეთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებში მაღალი თანამდებობის პირების კომპანიების მონაწილეობას ეხება.