სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებმა ემბარგომდე არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადააჭარბა. კერძოდ, 2014 წლის 15 დეკემბრის მონაცემებთ, ექსპორტირებულია 59 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში არის 183 მლნ აშშ დოლარი. 2005 წლის მონაცემებით, სულ ექსპორტირებული იყო 57 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში იყო 80 მლნ დოლარი. 2005 წლისათვის რუსეთი წილი მთლიან ექსპორტში იყო 88% და დიდწილად ფალსიფიცირებული, არაყურძნისეული ღვინო. ახლა რუსეთის წილი 64%-მდე შემცირდა ბაზრების დივერსიფიკაციის ხარჯზე.
ამ ეტაპზე ღვინისა დაალკოჰოლური სასმელების ექსპორტი აღმოსავლეთ ევროპის, ჩინეთისა და იაპონიის სტრატეგიულ და ამასთანავე მზარდ ბაზრებზე ხორციელდება.