კაზრეთელი მუშები:

კაზრეთელი მუშები: "საია გრანტებს ჭამს, ჩვენ რა ვჭამოთ?"

"არემჯის" 700 მდე თანამშრომელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართა. ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"რატომ გვტოვებს საქართველოს მთავრობა 3000 ადამიანს უმუშევარს? რატომ არ ინტერესებს საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი პრობლემები და რატომ გტოვებენ მშივრებს.?"

ამ კითხვებზე პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მუშებისთვის არავის გაუცია. მუშებმა კანცელარიისკენ გადაინაცვლეს.