სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში გაიმართა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც სისტემაში იქნა მიღწეული. გიორგი მღებრიშილმა თურქეთის ელჩს სასჯელაღსრულების სიტემის ინსტიტუციური რეფორმის პროექტიც გააცნო.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისთვის, რასაც უწყება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ეროვნებით თურქი მსჯავრდებულების მიმართ იჩენს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.