საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს, საპარტნიორო ფონდის და მეთევზეობის დარგში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვერდაზე მეთევზეობის დარგის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და დარგში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ძირითადი მიმართულებებზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული სამუშაო შეხვედრები მიიღებს სისტემატიურ ხასიათს და მეთევზეობის დარგის სპეციალისტებთან და მეწარმეებთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეიმუშავებს მეთევზეობის დარგის განვითარების კომპლექსურ პროგრამას და სამოქმედო გეგმას.
ბათუმში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თევზის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.