სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი „ფუდპანდა“ გაზაფხულზე გამოჩნდა და ქართულ ბაზარზე ოპერირება ამბიციური გეგმებით დაიწყო.
ფუდპანდა მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური smartphone აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. კვების მიტანის სერვისმა, ზაფხულში სმარტფონების აპლიკაციის ახალი ვერსიის გამოშვების შემდეგ, საგრძნობლად გადაიტანა აქცენტი მობილურ კომერციაზე.
ბოლო მონაცემებით, გლობალურად, „ფუდპანდას“ აპლიკაციის გადმოწერებმა 5 მილიონს გადააჭარბა. საქართველო ამ მხრივ გამოირჩევა იმით, რომ შეკვეთების ნახევარზე მეტი უკვე აპლიკაციებით ხორციელდება. სმარტფონებიდან საკვების შეკვეთა კიდევ უფრო კომფორტულია, ვიდრე კომპიუტერების დახმარებით. ფუდპანდას აპლიკაცია გთავაზობთ ყველა იმ ფუნქციას, რაც კომპანიის ვებგვერდზეა; მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ საყვარელი კერძები, ნახონ მათი ფოტოები და რეიტინგები და გაეცნონ სხვადასხვა რესტორნის სპეციალურ შემოთავაზებებს. მეტიც, აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ საკვებში ისეთივე ცვლილებები შეგატანინოთ, რასაც განახორციელბდით ადგილზე შესაბამის რესტორანშიცვე.
„დღეს ხალხი ტელეფონების ეკრანებთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ტელევიზორთან ან თუნდაც კომპიუტერთან. საკვების შეკვეთის მომავალი მობილურებშია, და ჩვენ ამისთვის იდეალურად ვართ პოზიციონირებულები,“ - აღნიშნავენ ფუდპანდაში.
„ჩვენი მობილური აპლიკაცია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე ფუდპანდას შეკვეთების 50%-ზე მეტი სწორედ აპლიკაციით შემოდის. ჩვენის აზრით აპლიკაციის პოპულარობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ მისი საშუალებით შეკვეთის გაკეთება ბევრად უფრო მარტივია და რაც მთავარია მოსახერხებელია: შეკვეთა უკვე შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან: მაგალითად, დრო რომ არ დაკარგოთ შეკვეთა შესაძლებელია გააკეთოთ ტრანსპორტით მგაზვრობისას ან უბრალოდ ქუჩიდან და დანიშნულების ადგილზე მისვლისას კერძი უკვე მიტანილი დაგხვდებათ. რადგან აპლიკაცია კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო წავახალისებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც აპლიკაციით სარგებლობენ და მათ საინტერესო კონკურსებს შევთავაზებთ, სახალისო პრიზებით,“ - განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
გამარტივებული ფორმით 60-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. აღნიშნული სერვისის მიზანია, დააკმაყოფილოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმს. თითქმის ყველა რესტორანს გააჩნია ადგილზე მიტანის სერვისი, foodpanda კი აერთიანებს ამ რესტორნების შემოთავაზებებს ერთ ინტერნეტ სივრცეში და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლებს მარტივად და სწრაფად მოახდინოს საკვების არჩევა და შეკვეთა!
შეკვეთის პროცესი მარტივია: ხსნით foodpanda-ს მობილურ აპლიკაციას. შემდეგ უთითებთ თქვენს ქალაქს და უბანს, ირჩევთ რესტორანს, ირჩევთ კერძ(ებ)ს, ასრულებთ შეკვეთას და ელოდებით მოტანას. რაც მთავარია, foodpanda-ზე ყველა ფასი პარტნიორი რესტორნების ფასების ანალოგიურია და მომხმარებელს არ უწევს არანაირი დამატებითი ფასნამატის გადახდა.
გერმანულმა ბრენდმა „ფუდპანდამ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. „დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 60 მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.