საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოსამზადებელი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის მიზანი იყო საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტუბერკულოზის მდგრადი და ზემდგრადი ფორმების წინააღმდეგ ერთობლივი პროგრამას შემუშავება.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ტუბერკულოზთან დაკავშირებული ვიზიტი შეაჯამა - შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შედგა.
განხილულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დღევანდელი აქტივობა, პროგრესი და შესაძლებლობები ტუბერკულოზთან მიმართებაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ადამიანური რესურსები, არსებული გამოწვევები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საფრანგეთში ტუბერკულოზის წამყვან სამედიცინო ცენტრებსა და პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობაც იქნა განხილული, რომელიც საავადმყოფოს მუშაობის პროცესში ქართველ კოლეგებთან ფრანგი ექიმების ჩართულობას გულისხმობს.