სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ბარი და რესტორანი დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ბარი და რესტორანი დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ბათუმში კაფე-ბარი და რესტორანი დახურა. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს "President Plaza Hotel"-ის კუთვნილ "ბუდა-ბარსა" და ქუთაისის ქუჩაზე - რესტორან "მიუნჰენში". ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ხბოს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც "ბუდა-ბარსა" და რესტორან "მიუნჰენს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხორცი დაილუქა, ბიზნესოპერატორები კი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მდებარე ი/მ "აფიგ ალაზოვის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2, რის გამოც ი/მ "აფიგ ალაზოვი" 1000 ლარით დაჯარიმდა.