ოთარ დანელია კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრა

ოთარ დანელია კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი კაჭრეთში,  საზოგადოებრივ კოლეჯში ,,აისი’’ იმყოფებოდნენ და  კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

კოლეჯის ბაზაზე ფუნქციონირებს სტუდენტთა პანსიონი და სხვადასხვა საწარმო/სახელოსნო: ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო;  ვეტერინარული მომსახურების ასოციაცია; მეცხოველეობის ფერმა; ხის დამამუშავებელი საწარმო; ღვინის სახლი; ავტოსარემონტო სახელოსნო; აგროტურიზმის ცენტრი;  დღეისათვის  კოლეჯი  წარმოადგენს თანამედროვე დონის, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო კოლეჯში  მიმდინარე საგანმანათლებო - პროფესიულ და მოდულური სწავლების საპილოტე, მოკლევადიან პროგრამებს.  მიმდინარე წელს პროფესიულ სასწავლებელში მოკლევადიანი (2 თვე) საზაფხულო  სასწავლო კურსები  ტარდება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა:   ფერმერული მეურნეობის მართვა; მეღვინე-მევენახე; ვეტერინარი; მეხილეობის  სპეციალისტი; ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების სპეციალისტი;

ოთარ დანელიამ კოლეჯ „აისთან“ შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროფესიული სასწავლებლების არსებობა ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას.