დევდორაკის ხეობაში განვითარებულმა მეწყერმა დააზიანა ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთში.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დაწყებულია დაზიანების ხარისხის გამოკვლევა, რომლის დადგენის შემდეგაც დაიწყება მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.