ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, დღეს საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე აღინიშნება საქართველოს პროგრესი, რაც სათანადოდ აისახება სამიტის მთავარ დოკუმენტში.
გიორგი მარგველაშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს. ორივე მხარემ შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო.