საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს და ექსპერტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ მისეულ ხედვას აცნობს. ქვეყნის პირველი პირთან ერთად, შეხვედრას, რომელიც კითხვა - პასუხის რეჟიმით მიმდინარეობს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც უძღვება. განხილულ თემებს გიორგი მარგველაშვილი ბრიფინგზე შეაჯამებს, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე გაიმართება.