საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი წყლის მომხმარებლებს - ფერმერებსა და გლეხებს მიმართავს. გვალვის შედეგად წყალსაცავებში და მდინარეებში წყლის დონე საკმაოდ შემცირებულია. არსებული მდგომარეობის გამო იძულებულნი ვართ მოგმართოთ თხოვნით, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოთ სარწყავი წყალი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მრავალწლიანი კულტურების გადარჩენა.
გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას, დაიცვათ წყლის სამართლიანი განაწილების პრინციპები, არ დაუშვათ წყლის დატაცება და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დაზიანება.