სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პროექტ „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის“ (NEO) ფარგლებში მოწყობილი მარწყვის, ბროკოლისა და სალათის ფურცლების წარმოება დაათვალიერა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკურად დაბალაქტიური რეგიონების მოსახლეობის ხელშეწყობა. მისასალმებელია, რომ პროქტმა სტეფანწმინდაში შინა მეურნეობების განვითარების მსურველებს საშუალება მისცა თავად, საკუთარი შესაძლებლობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩამოეყალიბებინათ ეკონომიკური განვითარების იდეა. ამ ხელშეწყობით მოსახლეობამ დამატებითი შემოსავალი მიიღო და, რაც ყველაზე მთავარი, გაუჩნდათ შესაძლებლობა და სურვილი, წარმოება გააფართოონ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფერმერებს მარწყვის ნერგები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, საჩითილე კასეტები და სუბსტრაქტი, ჩითილის წარმოებისთვის საჭირო 100 მ2 ტუნელის ტიპის სათბური გადაეცათ.
„ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის“ პროექტი USAID-ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება დამისიმიზანისოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.