საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა ოთხი უმაღლესი სასწავლებლის 50-მდე სტუდენტმა მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა ლექცია-დისკუსია ფილოსოფიის საკითხებზე ნიცშეს ნაწარმოების „კეთილისა და ბოროტის მიღმა" მიხედვით, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკლაუს ლარგიერთან ერთად წარმართა. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
„უმაღლესი სწავლებისა და მეცნიერების განვითარების პროექტი" რუსთაველისა და ფოლკსვაგენის ფონდების ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება. სემინარის თემა ამჯერად რელიგიის ფილოსოფიური საფუძვლებია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხე სემინარს ესწრებიან, რომელსაც ქართველ მეცნიერებთან ერთად, ამერიკისა და გერმანიის ხუთი საუკეთესო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან.