ოთარ დანელია იუვალ ფუქსს შეხვდა

ოთარ დანელია იუვალ ფუქსს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია  ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.

ელჩმა ოთარ დანელიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნა მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით უკვე არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის  სოფლის მეურნეობის მიმართულებით ისრაელის უდიდესი გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული პარტნიორობა  მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით,   საქართველოსა და ისრაელს შორის უკვე არსებობს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები.  

,,ორ ქვეყანას შორის არსებობს  თანამშრომლობის მიმართულებების ფართო სპექტრი: გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამები, სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიები, კოოპერაციის ხელშეწყობა, ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა და სხვა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე  ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.  გადაწყდა, რომ   ახლო მომავალში  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ისრაელში ვიზიტი დაიგეგმება.