პრობაციონერებმა მსოფლიო ხალხთა დღე  აღნიშნეს

პრობაციონერებმა მსოფლიო ხალხთა დღე აღნიშნეს

მსოფლიო ხალხთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში პირობით მსჯავრდებულების ექსკურსია მოეწყო. 

ახალგაზრდა პრობაციონერებმა ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში  საქართველოს სხვადასხვა კუთხის  ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიულ მასალა დაათვალიერეს.

ღონისძიებაში ჩართულმა  საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა   წარმოადგინეს პრეზენტაციები მათი ეთნიკური ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ.

მსოფლიო ხალხთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან. სალექციო კურსი  საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობებს, მათ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს შეეხებოდა.