დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კახეთის მხარეში ირაკლი შიოლაშვილმა გურჯანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ წელს მნიშვნელოვნად გაადვილდა ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის პროცესი. ამას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მხრიდან გატარებულმა ღონისძიებებმა, მათ შორის რუსეთის ბაზრის გახსნამ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეც ესწრებოდა.
,,ატმის ექსპორტის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია და გლეხებს რეალიზაციის პრობლემა აღარ აქვთ. ჩვენ შევქმენით სპეციალური შტაბები და ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდებოდა ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება. ამასთან გაიზრდილია შიდა მოხმარებას, ასევე საკმაოდ მაღალია ატმის ფასიც. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი მიმართულებით განხორციელდა“, - განაცხადა ოთარ დანელია.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ოთარ დანელიამ, ირაკლი შიოლაშვილმა და იური ნოზაძემ ადგილობრივი ფერმერის ნიკოლოზ გეთიაშვილის ატმის ბაღიც დაათვალიერეს. ფერმერი 9 ჰა-ზე გაშენებულ ატმის ბაღს ფლობს. წელს 100 ტონამდე მოსავალი მიიღო, საიდანაც 90%-ის რეალიზაცია უკვე განახორციელა. მომავალ წელს ნიკოლოზ გეთიაშვილი ახალი კულტურების გაშენებას და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს.