სურსათის ეროვნული სააგენტო საშაურმეებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო საშაურმეებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში მდებარე საშაურმეების შემოწმება დაიწყეს.  სახელმწიფო კონტროლი უკვე ჩატარდა 45 საწარმოში, საიდანაც  აღებულია 8 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის.  ამ ეტაპისთვის გეგმური ინსპექტირებისთვის შეფასებულია 23 საშუარმე.

დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ 4 საშაურმე ფუნქციონირებდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც, 2 მათგანი  500 ლარით დაჯარიმდა  საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის"  64-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად,  2 კი - დაკეტილი აღმოჩნდა.

შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.