სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს.
ამოღებული და განადგურებულია დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი - სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტი, მათ შორის 60 კგ ბრაზილიური წარმოების ქათმის ფარში, გაურკვეველი ვადის ქათმის ბარკალი, ძეხვეული, სოსისი, ლორი, ხინკალი, პელმენი; რძის პროდუქტები - კარაქი, მარგარინი, იოგურტი, კეფირი, მაწონი, მდნარი ყველი; თევზი ლეშა; კუსტარული წესით დამზადებული გაურკვეველი წარმოებისა და ვადის ნახევარფაბრიკატები.
ვადაგასული სურსათის რეალიზაციისათვის დაჯარიმდნენ: შარტავას ქუჩაზე - ი/მ "ზაირა ჩხიკვიშვილი", ცოტნე დადიანის ქუჩაზე - ი/მ "სოფიკო დურული", ი/მ "მზევინარი პაიჭაძე" და ი/მ "გია ლურსმანაშვილი" , ჩიტაიას ქუჩაზე - შპს "ჰორიზონტი"; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - შპს "ვაკე".
გარდა ამისა, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე შპს "სფერო-SPERO" და შპს "ექსტრა" ეტიკეტირების წესის დარღვევით აწარმოებდნენ ნახევარფაბრიკატებისა და რძის პროდუქტების რეალიზაციას. სურსათზე არ იყო მითითებული დამზადების თარიღი, რეალიზაციის ვადები და პროდუქციის შემადგენლობა, რის გამოც ბიზნესოპერატორები 400-400 ლარით დაჯარიმდნენ.