გაატარეთ ცხელი ზაფხული ფუდპანდასთან ერთად

გაატარეთ ცხელი ზაფხული ფუდპანდასთან ერთად

სერვისი, რომელმაც მომხმარებელი გააოცა

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge  სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  ის მოსწონს ყველას -  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  განსაკუთრებით კი, ცხელ ზაფხულს, როდესაც გარეთ გასვლა გეზარებათ და გსურთ რამე, გემრიელი, სასიამოვნო ან სულაც გრილი კერძი მიირთვათ შინიდან გაუსვლელად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

„ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდა“-ს ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია.

 „მისაღებია ამ სერვისის საქართველოშიც დანერგვა და განვითარება, ვფიქრობ საკამოდ აქტუალური და აუცილებელიც არის.  ეს არის საჭმლის შეკვეთის ონლაინ პორტალი, რომელიც შეკვეთას მარტივსა  და სწრაფს ხდის. შეკვეთა   ვებგვერდზე ეს საკმაოდ კომფორტულია და კიდევ უფრო მოსახერხებელია  „ფუდპანდა“- აპლიკაციიდან თქვენს მობილურ სმარტფონზე.  მართლაც კომფორტულია ეს განსაკუთრებით, როცა ცხელა, გარეთ გასვლის სურვილი არ გაქვს და შენც გვერდითაა ფუდპანდა,“ - განმარტავენ მომხმარებლები.

„ფუდპანდა გადასცემს თქვენს შეკვეთას რესტორანს, ეს უკანასკნელი კი საკვებს სახლთან მოგიტანთ. ერთად-ერთი, რაც თქვენგანაა საჭირო, ეს არის ადგილმდებარეობის მითითება და სორტირება საკვების ტიპის, რესტორანის, ან ფასის მიხედვითაც კი. სერვისი ასევე ასახავს რესტორნების მისამართებს და მიტანის დროს“ - აღნიშნავენ ისინიც, რომლებიც „ფუდპანდა“-ს  შესაძლებლობებს არაერთხელ ეზიარნენ.

 foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. შეკვეთის მობილურიდან გაკეთება და  foodpanda- განახლებული smartphone აპლიკაციის  გადმოწერა უკვე შესაძლებელია. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული  მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება foodpanda Georgia- სახელით დაიწყო. foodpanda Georgia  გერმანული კომპანია Foodpanda GmbH-ის შვილობილია. მისი სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. Foodpanda- დამფუძნებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ ინკუბატორი Rocket Internet, რომლის პორტფოლიოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ წარმატებულ ონლაინ ბიზნესს მოიცავს.