სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს პატივი მივაგეთ ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს. სამწუხაროა, რომ 2008 წელს კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მშვიდობის უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მინდა, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი გმირების წინაშე“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან დღეს 6 წელი შესრულდა.