პრობაციონერებმა საჩხერის „ჩიხურას

პრობაციონერებმა საჩხერის „ჩიხურას" კიდევ ერთხელ უგულშემატკივრებენ

დღეს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევით, მიხეილ მესხის სტადიონზე, 25 პირობით მსჯავრდებული დაესწრება ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ფეხბურთში, რომელშიც საჩხერის ,,ჩიხურა" ბაქოს „ნეფთჩის' უმასპინძლებს.

პრობაციონერებმა, „ჩიხურას", პირველ ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე - თურქეთის ,,ბურსასპორთან' და მაკედონიის ,,ტურნოვოსთან" მატჩებშიც უგულშემატკივრეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის საჩხერის ,,ჩიხურას" ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და მატჩებზე პირობით მსჯავრდებულების მიწვევისთვის.

პრობაციის ეროვნული სააგენტო, პირობით მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას.