„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მაგისტრალურ მილდენზე გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დღეს დილიდან, 1000 მმ-იან  მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ავარიულად დაზიანდა  მაგისტრალური წყალდენის გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე გამავალი მონაკვეთი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, უშუალოდ დაზიანების აღდგენით სამუშაოებს კი, კომპანია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლისთანავე შეუდგება.

 დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 6 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩისა და ლაგურაშვილის ქუჩებს

კონიაკის, მუხიანის სამხედრო, ცენტროლიტის, გაზისა და გლდანულას დასახლებებს, სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას

თემქის III მ/რაიონს, გლდანის III, IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს,  მუხიანის I, II, III მ/ რაიონებსა და მუხიანის აგარაკებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, დღეს,  18:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, 21:00 საათისთვის წყალს მიიღებს ყველა ჩამოთვლილი დასახლება და ქუჩა.