ლიბერთი ბანკი UnionPay International ბარათების გამოშვებას იწყებს

ლიბერთი ბანკი UnionPay International ბარათების გამოშვებას იწყებს

კიდევ ერთი სიახლე ლიბერთი ბანკისგან - 2014 წლის 7 აგვისტოდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ახალი ტიპის UnionPay International (UPI) ბარათით.

UnionPay International ჩინური კომპანიაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე 400-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს ბარათების გამოშვების და გადახდების მიღების კუთხით, ხოლო ბარათით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის მიხედვით, მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილზეა. UnionPay International ბარათების გამოყენება შესაძლებელია 30-ზე მეტი ქვეყნის 20 მილიონზე მეტ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში.

ლიბერთი ბანკი პირველია საქართველოს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს - შესაძლებელია სასურველი UnionPay International ბარათის შეკვეთა და მისი გამოყენება ლიბერთი ბანკის პარტნიორ 1,900-ზე მეტ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში საქართველოში. ასევე, მომხმარებელს აქვს საშუალება, მიიღოს მომენტალური ფასდაკლებები Cheap.ge-ს პარტნიორ ობიექტებში UnionPay International  ბარათით გადახდის დროს. მარტივი UnionPay International ბარათით გადახდა და თანხის განაღდება უახლოეს მომავალში ასევე შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკის პოს ტერმინალებსა და ბანკომატების გამოყენებით, რადგან UPI-თან ერთად, ბარათი ასევე წარმოადგენს ლიბერთი ბანკის PAY სისტემის ბარათს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ლიბერთ ბანკის პარტნიორი ბანკების არხებში.

Sმარტივი UnionPAY International ბარათით მომხმარებელს შეუძლია შეღავათიანი ტარიფებით დაფაროს კომუნალური და სხვა გადასახადები.  ამისთვის საკმარისია sმარტივი UnionPay International ბარათის აქტივაცია www.smartivi.ge ვებ გვერდზე, სადაც ასევე შესაძლებელია კალათის შექმნა და კომუნალური და სხვა გადასახადების შეღავათიანი ტარიფით გადახდა.   sმარტივი UnionPay International ბარათი მოსახერხებელია მათთვის, ვინც მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. ბარათი მულტი სავალუტოა და მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს პრიორიტეტული ვალუტა. გარდა ამისა, ნაღდი ფულის საჭიროების შემთხვევაში, ბარათის გამოყენებით შესაძლებელია თანხის განაღდება მაღალი ლიმიტით - განაღდებაზე მოქმედებს სხვა საერთაშორისო ბარათებთან შედარებით დაბალი საკომისიო.

UPI ბარათის აღებისას მომხმარებელი ავტომატურად ხდება ლიბერთი კლუბის წევრი და ბარათით ანგარიშსწორების გარდა, ქულებს აგროვებს სხვა საბანკო ოპერაციების განხორციელების დროსაც. ვებ გვერდ www.LBClub.ge-ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გაანაღდოს ქულები და მიიღოს ნაღდი ფული, შეავსოს მობილურის სასაუბრო დრო ან დაფაროს კომუნალური და სხვა გადასახადები.