კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური ვებგვერდი მთლიანად მოდერნიზებულია და თბილისელ აბონენტებთან, ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, უკვე ინტერაქტიურ რეჟიმში ამყარებს ურთიერთობას. ნებისმიერ დაინტერესებულ თბილისელს, 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე შეუძლია ეწვიოს კომპანიის ონლაინ-ჩეთს და წყალმომარაგებასთან თუ კომპანიის სხვა მომსახურებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში ესაუროს ჩეთის ოპერატორებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვებგვერდის http://www.georgianwater.com/ განახლებულ ვერსიას სთავაზობს თბილისელებს. კომპანიის ვებგვერდი მთლიანად მოდერნიზებულია და მაქსიმალურადაა მისადაგებული თანამედროვე მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი, ორენოვანი, მუდმივად განახლებადი ვებგვერდი ადაპტირებულია ნებისმიერი იმ ტიპის ტექნიკური მოწყობილობისთვის - მობილური ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, Android, Windows და iOs, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. ახალ ვერსიაში გაცილებით გამარტივებულია საძიებო სისტემა, რაც მომხმარებელს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის იოლად მოპოვების საშუალებას აძლევს.