სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა იწყება

სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა იწყება

2014 წლის 4 აგვისტოდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი უპრეცედენტო, 6-თვიან სასწავლო პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მომზადებაა.

პროგრამა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“, მხარდაჭერით განხორციელდება, “ევროპული ციხის წესების” ერთ-ერთი ავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა. 

სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში პირველი გრძელვადიანი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.