მთავრობის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პირველად ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი; სხდომაში მონაწილეობს მუდმივმოქმედი წევრებიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
სხდომას არ ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე.
კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომაზე წარმოდგენილია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და რამდენიმე InterPressNews.Geმოწვეული სტუმარი – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სეისაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, უშიშროების საბჭო ნატო-ს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაობის შესახებ ინფორმაციას მოისმენს, ასევე განიხილავს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მომავალი წლიდან ქართული კონტიგენტის შემცირების საკითხს.