სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მიკრობიზნესის წამოწყების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონში 3200 მეწარმეს შეუწყობს ხელს განავითაროს მიკრობიზნესი, ნამდვილად სახალხო პროექტია და ადგილობრივი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.
„მისასალმებელია, რომ პროგრამა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესებაში ხელშეწყობას. კონსულტაციები და მიზნობრივი ტრეინინგები ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის განვითარების სააგენტო სამთავრობო ინიციატივის, „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში იწყებს სახალხო პროგრამის განხორციელებას, რისი საშუალებითაც მოხდება მიკრობიზნესის წახალისება საქართველოს ყველა რეგიონში.