„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" კონკურსში გამარჯვებული ბლოგერი დააჯილდოვა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", დღეს, სპეციალურ კონკურსში, სახელწოდებით - „სასმელი წყალი თბილისურ ონკანებში" გამარჯვებული ბლოგერი - გიორგი ურუშაძე  დააჯილდოვა. საუკეთესო სტატია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კონკურსის მოთხოვნებსა თუ კრიტერიუმებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში აღმოჩნდა, კომპანიის სპეციალისტებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა

http://teennewson.wordpress.com/2014/07/16/ukacravad-magram-chems-onkanshi-qloriani-wyali-modis/

კონკურსში მონაწილეობა მიიღო ათმა აქტიურმა ბლოგერმა, რომელთაც კონკრეტული თემის  - „თბილისის წყალმომარაგების სისტემა და თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი" - ირგვლივ თავიანთი ორიგინალური ბლოგ-პოსტები შექმნეს, საკუთარ ბლოგზე ატვირთეს და გამოქვეყნებიდან 10 დღის მანძილზე, საკუთარ გვერდზე გაზიარებით, თემის ყოველდღიური პოპულარიზაცია უზრუნველყვეს.

ბლოგ-პოსტების შექმნამდე, ბლოგერების შეკითხვებს -  საიდან და რამდენად საიმედოდ ხდება თბილისის წყალმომარაგება, როგორ მუშავდება და იფილტრება ნედლი წყალი და იქმნება პროდუქტი სასმელი წყალი, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მოხმარება ჯანმრთელობისთვის, რამდენად სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად შეესაბამება ის მსოფლიო სტანდარტებს - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" საინფორმაციო ტურით უპასუხა და ბლოგერების ჯგუფს წყალსადენის სისტემის მუშაობის სპეციფიკა და დანიშნულება გააცნო. საინფორმაციო ტურის ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებმა თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები დაათვალიერეს, როგორიცაა სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორია, თბილისსა და არაგვის ხეობაში განთავსებული წყალსადენის სათავო ნაგებობები და ჟინვალის ჰიდროკომპლექსი.