N8 დაწესებულებაში არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის ლექცია ჩატარდა

N8 დაწესებულებაში არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის ლექცია ჩატარდა

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, არასრულწლოვან ბრალდებულთათვის ჩატარდა ლექცია, სახელწოდებით „და აღმოცენდა თბილისი“.

შეხვედრის უძღვებოდნენ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები: მაია მდინარაძე, ქეთი ტრაპაიძე და მზია გელაშვილი-შონფელდი. მსმენელებს მუზეუმის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს თბილისის დაარსების, განვითარების, იმ ისტორიული ფაქტებისა და პიროვნებების შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს დედაქალაქის ცხოვრებაში.

მსგავსი ხასიათის ღონისძიება, ბრალდებულის სტატუსის მქონე არასრულწლოვნებისთვის პირველად ჩატარდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო ღონისძიებები არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის სისტემატურ ხასიათს მიიღებს.