სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ 1 აგვისტოდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის No198დადგენილება "ბიოწარმოების შესახებ", რომლის თანახმად, დაუშვებელია ტერმინების "ბიო", "ეკო", "ორგანული" გამოყენება იმსურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ნიშანდებაზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ან მიღებულიაგენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან და რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად.
"ბიოწარმოების შესახებ" წესების მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებისეფექტიანი გამოყენება, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; ასევე იმ მეწარმის დაცვა,რომელიც ამ წესების შესაბამისად აწარმოებს ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში გამოყენებულიასიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია - „ორგანული", „ეკო", „ბიო"), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი.
ბიოპროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვისკოდექსით, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ან/და საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს.
წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად და რომლისწარმოებისა და დისტრიბუციის პირობები, ინსპექტირებისა და სერტიფიკაციის პროცედურები შეესამება ამ წესებით დადგენილმოთხოვნებს. ესენია: სურსათად განკუთვნილი პირველადი წარმოების პროდუქტი, ცხოველის საკვები და პირველადი პროდუქტისგადამუშავებით/დამზადებით მიღებული სურსათი, მათ შორის, ღვინო; ცხოველის საკვები; საფუარი, რომელიც გამოიყენებასურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში.
ეს წესები არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ ბიოპროდუქტის წარმოებაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ სათანადო სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში,ტერმინების - "ორგანული", "ეკო", "ბიო" გამოყენება წარმოადგენს ეტიკეტირების წესის დარღვევას, რაც 1 აგვისტოდან გამოიწვევს მათპასუხისმგებლობას და დაჯარიმებას პირველ ეტაპზე 400 ლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე პირის მიერ დარღვევისგამეორების შემთხვევაში - 1200 ლარით.
აღნიშნული დადგენილების მიღება განაპირობებს მომხმარებელთა მაქსიმალურ ინფორმირებას, ქართული პროდუქციის ექსპორტისმნიშვნელოვან ზრდას, ბიოპროდუქციის მწარმოებელ ფერმერს კი მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.