ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია პროკურატურის მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას.
“უმძიმესი ბრალდება, როგორიც არის 7 ნოემბრის მასობრივი დარბევა აქციის მონაწილეების, როგორიც არის ორგანიზებულად სხვისი ქონების ხელში ჩაგდება, ტელევიზიის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო ქმედებები, ამ ფაქტებს ბუნებრივია, პროკურატურა უნდა გამოხმაურებოდა და რეაგირება მოეხდინა. ეს საქმეები გამოუძიებელი იყო, არაერთი რეკომენდაცია ჰქონდათ, რომ განსაკუთრებით 7 ნოემბერთან დაკავშირებით, ასევე, “იმედთთან” დაკავშირებით, ამ ფაქტებზე გამოძიება წარმართულიყო”, - განაცხადა ბესელიამ.