26-27 ივლისს, თელავმა მთავარ მოედანზე „თელავის ლუდის ფესტივალს“ უკვე მეორედ უმასპინძლება. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია „ნატახტარი“ იყო.
წლევანდელი ლუდის ფესტივალი თელავში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ქალაქის მაცხვორებელებმა გადაწვიტე შაბათ-კვირა „ნატახტართან“ ერთად გაეტარებინათ.
„გაიღიმეთ, დალიდეთ და იმხიარულეთ...“ - ეს იყო მათი მიზანი.
ქალაქის მთავარ მოედანზე დადგმული ფესტივალის ბარი საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარია ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებული იყო სპეციალური ვალუტა - ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე იძენნდენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან ცვლიდნენ სასურველ ლუდში. ერთი მონეტის ფასი 1.50 ლარი იყო. გარდა ამისა, ჩატარდა სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.
თელავშიც, როგორც რუსთავსა და თბილისში ანალოგიურად ფესტივალი „შავფაროსნებმა“ გახსნეს. „ნატახტარმა“ ბავშვებზე იზრუნა და „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს ართობდნენ მრავალფეროვანი თამაშებით.
წლევანდელ ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო და დაუვიწყარი მუსიკალური პროგრამა იყო, რომელშიც პოპულარული მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობდნე, მათ შორის: დათო ილურიძის ბენდი, Friendly Mosquito, გობლინები, Latino Boyes, ჯგუფი „ყველა“, ანი კეკუა და ფრანი.
წელს ლუდის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო „ნატახტარის“, „კოზელი“, „მთიელი“, „ეფესი“ და „კაიზერი“.
„ეს არის საოჯახო დღესასწაული, ლუდის ფესტივლაზე ყველას შეუძლია მოსვლა განურჩევლად ასაკისა, ჩვენ თითოეულ მათგანზე ვიზრუნეთ. განსაკუთრებით ბავშებზე, მოვაწყეთ სპეციალურად მათთვის „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხე, სადაც ისინი განსაკუთრებულად ერთობოდნენ. ასევე გაიმართა სხვადასხვა შეჯიბრებები დაგასართობები. ფესტივალი ტრადიციაულად საინტერესო და გემოვნებიანი მუსიკლაურით პროგრამითა და ფოიერვერკით დასრულდა,“ - განმარტავს „ნატახტარის“ ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი სანდრო კაკულია.
ნატახტარი ლუდის ფესტივალს ტრადიციულად, რეგიონის სხვა დიდ ქალაქებშიც გამართავს. მან სტარტი რეგიონისკენ რუსთავში აიღო, სადაც ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალს 26-27 ივლისს თელავმა უკვე უმასპინძლა. ფესტივალი 2-3 აგვისტოს გორში, 9-10 აგვისტოს ბათუმში, 16-17 აგვისტოს ქუთაისში, 23-24 აგვისტოს ფოთში, 30-31 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართება.