ქალთა დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა

ქალთა დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა

სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებაში ლადო ასათიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მსჯავრდებულმა ქალბატონებმა ასათიანის ლექსები და წერილები წაიკითხეს. მათი  განცხადებით,  ასათიანის შემოქმედება, მისი თავისუფლებისკენ სწრაფვა თითოეული მსჯავრდებულისთვის ახლობელია და ასეთი სახის შემოქმედებითი საღამოები საკუთარი ტკივილის დავიწყებაში ეხმარებათ.

შემოქმედებით საღამოს მსჯავრდებულებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, პოეტი გიორგი ზანგური და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე რამდენიმე საგალობელი შეასრულა წმ. კვირიკეს სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა.