„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მარჯანიშვილის ქუჩაზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დღეს საღამოდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე გამავალ წყალსადენის 500 მმ-იან  მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას შეუდგება. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, უშუალოდ დაზიანების აღდგენით სამუშაოებს კი, კომპანია ღამის საათებში განახორციელებს.

გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების სრულფასოვნად წარმართვისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს საღამოს, 22:00 საათიდან, ღამის განმავლობაში, მარჯანიშვილის N44-ის მიმდებარე გარკვეულ მონაკვეთზე, ავტოსატრანპორტო მოძრაობა ტექნიკური სამუშაოების დასრულებამდე შეიზღუდება.

დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 24 ივლისის 17:15 საათიდან 25 ივლისის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჩიტაიას,  მარჯანიშვილის, მაზნიაშვილის, ჩიქობავასა და თევდორე მღვდლის ქუჩების ნაწილს.

თამარ მეფის გამზირს, ტურგენევის, ჩუბინაშვილის, სურამის, ნინოშვილის, ფოცხვერაშვილისა და აბასთუმნის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 25 ივლისის 06:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე. შესაბამისად, ავტოსატრანპორტო მოძრაობის აღდგენა მარჯანიშვილი ქუჩის ნაწილში მოხდება 25 ივლისის 06:00 საათიდან.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარებით გამოწვეული წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე -

https://www.facebook.com/georgianwaterandpower?ref=hl და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/main.php?pg=spl&tp=7&mn1=3&mn2=37 ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).