24 ივლისს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მიხეილ მესხის სტადიონზე, 20 პირობით მსჯავრდებული დაესწრება ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ფეხბურთში, რომელშიც საჩხერის ,,ჩიხურა" თურქეთის ,,ბურსასპორს' უმასპინძლებს.
ქართული საფეხბურთო კლუბს, პირობით მსჯავრდებულებთან ერთად, უგულშემატკივრებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი.
პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის საჩხერის ,,ჩიხურას" ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და მატჩზე პირობით მსჯავრდებულების მიწვევისთვის.
პრობაციის ეროვნული სააგენტო, პირობით მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას.