„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე გამავალ წყალსადენის 150 მმ-იან ქსელზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებასა და, დამატებით, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დამონტაჟებას გეგმავს. ტექნიკური სამუშაოებს კომპანია ღამის საათებში განახორციელებს.

 ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23 ივლისის 00:00-დან  08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს - N11-დან N66-მდე, ბალანჩივაძის ქ. N5, N37, N39, N40-ს, ფალიაშვილის ქუჩის ნაწილს - N31-დან N118-მდ, ი.აბაშიძის ქუჩის ნაწილს - N20-დან N87-მდე, რაზმაძის ქუჩის ნაწილს - N41-დან N68-მდე.

ნატახტრის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილს, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, რადიანის, არეშიძისა და ატენის ქუჩებს.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 23 ივლისის 08:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.