თიბისი ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სპეციალურად თიბისი ბანკის განსაკუთრებული კლიენტებისათვის 23 ივლისს 11:00 საათზე თიბისის ბანკის სათავო ოფისში გაიმართება ექსკლუზიური მასტერკლასი „მარკეტინგის 10 მითი"
მასტერკლასს გაუძღვება მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის სპეციალისტი Luis Echaove, რომელიც გაანალიზებს ევროპაში მარკეტინგსა და ბრენდინგში მიმდინარე ტენდენციებს.
ბრენდინგი, მარკეტინგი სოციალურ ქსელებში, სპონსორობა, მომხმარებელზე ფოკუსირება - ეს არის ის ძირითადი თემები, რომლებიც ტრენინგზე იქნება განხილული.