კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, თბილისის მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სასმელი წყლის სამარაგო რეზერვუარების რეცხვას იწყებს.
ხვალ, 22 ივლისს, დილის 07:00 საათიდან, კომპანია სამგორის სათავე ნაგებობაზე განთავსებული სამარაგო რეზერვუარის რეცხვას შეუდგება. აღნიშნული პროცესის სრულფასოვნად ჩატარება შემდეგ ტექნიკურ პროცედურებს მოიცავს: რეზერვუარის წყლისგან მთლიანად დაცლა, კედლების ქლორიანი წყლის ჭავლით ჩამორეცხვა, ფსკერის გასუფთავება, ქლორიანი წყლით რეზერვუარის შევსება და მისი დაყოვნება 24 საათის განმავლობაში და, საბოლოოდ, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.
სამგორის სამარაგო რეზერვუარზე აღნიშნული პროცედურების ჩატარების მიზნით, 22 ივლისს, 07:00 საათიდან, 24 ივლისის 07:00 საათამდე წყალს დაბალი წნევით მიიღებენ მაღალი სართულების მაცხოვრებლები შემდეგ უბნებში:
მე-3 მასივი, კახეთის გზატკეცილი - გახოკიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „სამგორამდე", ჯავახეთის ქუჩის ნაწილი - კახეთის გზატკეცილიდან კალოუბნის ქუჩამდე
ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილი - მატროსოვის ქუჩიდან მეველის ქუჩამდე, მოსკოვის გამზირის ნაწილი - მეველის ქუჩიდან სამგორის ქუჩამდე, გახოკიძის, მატროსოვის, სახალხოს, ციხისძირის, მეველისა და სამგორის ქუჩები.
დროის აღნიშნულ პერიოდში, კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის, რის თაობაზეც ნებისმიერ მომხმარებელს შეტყობინების დატოვება შეეძლება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე - https://www.facebook.com/georgianwaterandpower?ref=hl , ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/main.php?pg=spl&tp=7&mn1=3&mn2=37 და ასევე, კომპანიის ცხელ ხაზზე ( 2 93 11 11 ).