კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გაცნობებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის მიმდებარედ გამავალი ავარიულად დაზიანებული წყალსადენის ქსელის აღდგენით სამუშაოებს დღეს, ღამის 11 საათიდან დაიწყებს.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 18 ივლისის 23:00 საათიდან 19 ივლისის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რუსთაველის გამზირს, ძმები კაკაბაძეების, ეკ. გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ვ.სარაჯიშვილის, რ.ლაღიძის, მ.ლაღიძის, მესხიას, ვ.აბაშიძის, ჭანტურიას, შავიშვილის, გულაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ქიაჩელის, ახვლედიანის, იაკობ ნიკოლაძის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის (N1 - N18), 8 მარტის, რიწის, არსენას, ალ.ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, აბაკელიას, ბესიკის, კოტეტიშვილის, შევჩენკოს, ჟვანიას, ჟორდანიას, ზიჩის, იაშვილის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯამბულის, ვირსალაძის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, ვერცხლის, დიუმას, ლესელიძის, ყავლაშვილის, ტყავის, ერეკლე II-ის, სიონისა და შარდენის ქუჩებს, რკინისა და ბამბის რიგებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 20 ივლისის 06:00 საათიდან, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე.