სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არ ადასტურებს საიას მიერ გავრცელებულ განცხადებას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ე.წ.მაყურებლების არსებობასთან დაკავშირებით. გიგა გიორგაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია მსგავს განცხადებების გავრცელებით, უნებურად სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.
„ეს არის აბსურდული განცხადება. არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სამწუხაროა, როცა ასეთი ორგანიზაცია ახდენს იმ პატიმრების სიცრუის ტირაჟირებას, რომელთა არალეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ხდება და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ“, - განაცხადა გიგა გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ: საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ 2014 წლის 15 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, შავლეგ გურგენიძემ საია-ს ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. საიას ინფორმაციით, საქმე ეხება აღნიშნულ დაწესებულებაში სავარაუდოდ არსებულ ე.წ. ციხის მაყურებლების პრობლემას.
ამ თემას გამოხმაუარება მოჰყვა თბილისი ფორუმზეც, სადაც ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის მიხედვით, საია-ს მიერ დასახელებული ე.წ. მაყურებლები სინამდვილეში არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები არიან. საია-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შავლეგ გურგენიძის თქმით, გლდანის დაწესებულებაში ვინმე ოთარი და თემური, რომლებიც ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე. ამ მაყურებლებს კი მფარველობს ციხის დირექტორის მოადგილე - ვინმე ილო.
აღიშნულ ინფორმაციას For.ge-სთან კიდევ ერთი წყარო უარყოფს.
„როგორ წარმოგიდგენიათ - არატრადიციული ორიენტაციის კაცი როგორ შეიძლება იყოს ციხის მაყურებელი?! მაგათ თავისი ადგილი აქვთ, არც არავინ იკარებს და არც არავის ეკარებიან”, - ამბობს ყოფილი პატიმარი, რომელმაც გლდანის ციხე ახლახან დატოვა.