"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის სათავე ნაგებობაზე ძალოვან სადენს დაამონტაჟებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", სამგორის სათავე ნაგებობაზე, დღეს ღამით, მაღალი ძაბვის ახალ ძალოვან სადენს დაამონტაჟებს. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარება შეუძლებელია სათავე ნაგებობისთვის ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი შეწყვეტის გარეშე, რის შედეგადაც, სამგორის სათავე ნაგებობა დროებით შეაჩერებს ფუნქციონირებას.

ახალი ძალოვანი სადენის სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 17 ივლისის ღამის 12 საათიდან (00:00 სთ.) 18 ივლისის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვარკეთილი 3-ს, ზემო პლატოს, მესამე მასივს, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგს, ვარკეთილი მეურნეობის, მე-8 პოლკის, ორხევის, თეთრი ხევის, აეროპორტის, ალექსეევკის, ლოჭინოს, წმინდა ბარბარეს და საქნავთის დასახლებებს

სოფლებსა და დასახლებებს: სადგურ ლილოს, სადგურ ველს, დიდი ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, გამარჯვებას, ფოლადაანთკარს, გაჩიანს, ახტაკლიას, კარათაკლიას, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ფონიჭალას, გიგანტს, კრწანისს

კახეთის გზატკეცილს, აეროდრომის დასახლების, ჭავჭავაძისა და  თვალჭრელიძის ქუჩებს

გახოკიძის, მაისურაძის, წულუკიძის, ქიზიყის, ჟორესის, კაიროს, გუმათჰესის, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, 18 ივლისის 03:00 საათიდან, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე.