SmartPAY, ლიბერთი ბანკის მარტივი მობილური საბანკო ფუნქცია უკვე ყველა მობილური ოპერატორის ქსელიდან ხელმისაწვდომია
2014 წლის 15 ივლისიდან ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს ეძლევა საშუალება, ყოველგვარი დამატებითი პროგრამის დაყენების გარეშე, მათზე ბანკში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრიდან აკრიფოს *166# OK და მარტივად განახორციელოს ძირითადი საბანკო ოპერაციები.
SmartPAY ერთერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული პროდუქტია ქართულ ფინანსურ ბაზარზე და მას უკვე 200,000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თვეში 500,000-ზე მეტ ოპერაციას ახორციელებენ
ბანკში მათზე რეგისტრირებული ნომრიდან *166# OK აკრეფით, ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს უკვე მარტივად შეუძლიათ:
დღე-ღამის ნებისმიერ დროს გააკეთონ განაცხადი სწრაფ სესხზე - ხოლო ბანკის გადაწყვეტილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა 50 წამის განმავლობაში მიიღონ.
შეავსონ როგორც საკუთარი, ისე სხვა აბონენტის მობილური ტელეფონის ბალანსი სრულიად უფასოდ
გადარიცხონ თანხა მარტივად დღე-ღამის ნებისმიერ დროს - მხოლოდ მიმღების მობილური ტელეფონის ან პირადი ნომრის მითითებით.
ერთი ოპერაციით გადაიხადონ Sმარტივი კალათაში არსებული 7 სხვადასხვა პროვაიდერის დავალიანება.
გადაიტანონ თანხა მარტივი ანგარიშიდან eMoney საფულეზე და პირიქით