მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია

მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია

16 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“  გაიმართება მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომლის მხადამჭერები არიან  საქართველოს ლოგისიტკის ასოციაცია, აშშ-ს  Supply Chain Council-ი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) .

მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა (Supply Chain Operations Survey) საქართველოს ლოგისიტკის ასოციაციასა და  აშშ-ს Supply Chain Council-ის (https://supply-chain.org) მიერ ხორციელდება, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მიწოდების ჯაჭვისა (Supply Chain) და ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობის შეფასებასა და მათ შედარებით ანალიზს რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბით.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საცალო ვაჭრობის, წარმოებისს, ფარმაციის, სამომხმარებლო საქონლის გასაღებასა და ელექტროტექნიკის სფეროში მოღვაწე  საქართველოში მოქმედმა 20  კომპანიამ.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აღნიშნული კვლევის შედეგებს, მიიღონ ინფორმაცია ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგებიან: ნიკა ჩაჩხიანი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) ხელმძღვანელი; ჯიმ ლი დელოიტ კონსალტინგის სენიორ მენეჯერი (ვაშინგტონი, აშშ); გიორგი დობორჯგინიძე საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე.

პრეზენტაციას დაესწრებან კვლევაში მონაწილე და მიწოდების ჯაჭვის სექტორის კომპანების ხელმძღვანელები,  სამთავრობო სტრუქუტრების, ფინანსური ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეებიის  წარმოამდგენლები.