5 ივლისს დაბა ჩაქვში საქართველოს მეხუთე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია გაიხსნა. წლევანდელი ღონისძიების ოქროს სპონსორი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა, რომელმაც მონაწილეებს ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა წარუდგინა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2010-2013 წლის პერიოდში, საქართველოში პაციენტების საჩივრების რიცხვმა წლიური 107 შემთხვევიდან 225 შემთხვევამდე იმატა, ხოლო უკანასკნელი წლის მონაცემებით სერტიფიკატის შეჩერების ან გაფრთხილების 269 შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ასეთი მზარდი ტენდენციის გამო ჯიპიაი ჰოლდინგმა დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო პროფესიული პასუხისმგებლობის პოლისზე მუშაობა. პროდუქტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ვენის სადაზღვევო ჯგუფს, რომელმაც თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა ქართველ კოლეგებს.
სადაზღვევო პოლისის პირობების თანახმად, თუკი ექიმს პაციენტის პრეტენზიის გამო ჩამოერთმევა ან შეუჩერდება სერთიფიკატი და დაეკისრება თანხის გადახდა, ამ თანხას ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს. ანაზღაურების ლიმიტი 10,000 ლარიდან 50,000 ლარამდე მერყეობს.პოლისით ასევე ანაზღაურდება ადვოკატის ხარჯები, იმის მიუხედავად - დამტკიცდება თუ არა ექიმის ბრალეულობა. სერტიფიკატის შეჩერების შემთხვევაში კი კომპენსაციის სახით გაიცემა ის შემოსავალი, რომელსაც ექიმი სამუშაო პერიოდში იღებდა.
პოლისის შეძენა ნებისმიერი პროფილის ექიმს შეუძლია ინდივიდუალურად, თუმცა ამავდროულად შესაძლებელია კლინიკის პასუხისმგებლობის დაზღვევაც.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჯიპიაი ჰოლდინგის ოფიციალურ ვებ.გვერდზე https://www.gpih.ge/gpih/other_insurance/default.php ან დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2505111 / *5111.