პენიტენციურ სისტემაში არჩევნები მიმდინარეობს

პენიტენციურ სისტემაში არჩევნები მიმდინარეობს

პენიტენციურ სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას დაესწრნენ.

მედიის სამუშაო პროცესი პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით წარიმართა, რომლის თანახმად მსჯავრდებულის ან ბრალდებულის გადაღება და ჩაწერა მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

სასჯელაღსრულების სისტემაში  3 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ორი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ერთი - N12 დაწესებულებაში. დანარჩენ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთის მეშვეობით ჩატარდა.

ხმის მიცემის უფლება მიმდინარე არჩევნებისთვის 608 მსჯავრდებულს და ბრალდებულს აქვს. კანონის მიხედვით, საარჩევნო უფლებით სარგებლობენ ის მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 5 წლამდე ვადით იხდიან.

სასჯელაღსრულების სისტემის 501 მორიგე თანამშრომელი არჩევნებში მონაწილეობას  ცესკო-ს მიერ განსაზღვრულ უბნებზე იღებს.